პატიმართა წამების საწინააღმდეგო აქცია
18 სექტემბერი, 2013
პატიმართა წამების საწინააღმდეგო აქცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პატიმართა წამების კადრების გავრცელებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე ფილარმონიასთან ახალგაზრდებმა აქცია გამართეს სახელწოდებით - "არ აწამო".

მათ ერთხმად განაცხადეს, რომ საქართველოში წამებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს და ერთი წლის შემდეგ სწორედ ამ სურვილმა შეკრიბა ისინი.

"ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ დღეს ჰქონდეს სიმბოლური ხასიათი და 18 სექტემბერი გამოცხადდეს პატიმართა წამების საწინააღმდეგო დღედ, ამ მიზნით ღია წერილით, რომელსაც თან დაერთვება ცნობილი ადამიანების ხელმოწერები, მივმართავთ პარლამენტს'' - განაცხადა სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელმა ლევან ჩიტაძემ.

აქციას 25-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary