„სეულის მატარებელი“ ანუ როგორ სტკივათ ჩრდილოელ კორეელებს
19 სექტემბერი, 2013
„სეულის მატარებელი“ ანუ როგორ სტკივათ ჩრდილოელ კორეელებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით ფილმის "სეულის მატარებელი" ჩვენება გაიმართა.

ფილმი ეხებოდა ჩრდილოეთ კორეაში გამეფებულ რეჟიმს. მასში ნაჩვენები კადრები პირდაპირ ასახავდა იქ მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და ღირსების შელახვას.

ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელსაც ქალთა უფლებების მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხში ექსპერტი ნინო ლაგვილავა წარუძღვა. დისკუსიის მიმდინარეობისას დამსწრე აუდიტორიამ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა განიხილა მსგავსი გლობალური პრობლემების აღმოსაფხვრელად.

როგორც ნინო ლაგვილავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეის პრობლემა მსოფლიოს ტკივილია და აუცილებელია, ის საქართველომაც გაიზიაროს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary