ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის „კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მისი მიზანი იყო პროგრამის მიერ კვლევით პროექტებზე გამოცხადებული კონკურსის პრეზენტაცია და კითხვებზე პასუხის გაცემა.
კონკურსი გამოცხადებულია რეგიონულ კვლევით პროექტებზე სოციალურ მეცნიერებებში, რომლებიც გულისხმობენ თანამშრომლობას ქართულ და სომხურ კვლევით ინსტიტუტებს, ორგანიზაციებს შორის. პროექტის კოორდინატორმა დენის დაფლონმა პოტენციურ აპლიკანტებს კონკურსის პირობები გააცნო, რის შემდეგაც დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.
„კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი" არის პროგრამა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება „გებერტ რიუფ ფონდიდან“ და ხორციელდება ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ. სხვადასსხვა აქტივობით, რომელთა შორისაა კვლევითი პროექტების დაფინანსება, პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევარებს, ჩაატარონ კვლევა, რომელიც ევროპული კვლევის სტანდარტებთან იქნება დაახლოებული.