„შესაძლოა, მოსკოვს აფხაზეთის დათმობა დასჭირდეს“
20 სექტემბერი, 2013
„შესაძლოა, მოსკოვს აფხაზეთის დათმობა დასჭირდეს“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სოხუმის დაცემიდან 20 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია ეხებოდა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის საკითხს, წლების განმავლობაში არსებულ მდგომარეობას.
,,რაც არ უნდა დამთმობი იყოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის მიმართ, პრაქტიკულად გამორიცხულია, ოფიციალურმა თბილისმა მოახდინოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება“- აღნიშნა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ პაპასქირმა.

კონფერენციაზე გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, მოსკოვს საკუთარი გეოპოლიტიკური მისწრაფებების გამო აფხაზეთის დათმობა დასჭირდეს. ეს კი ხელს შეუწყობს ქართულ- აფხაზური ურთიერთობის მოგვარებას.

,,სოხუმის დაცემამ დემოგრაფიული კატასტროფის თვალსაზრისით საქართველო მნიშვნელოვნად დააზარალა. შეფერხდა ქვეყნის განვითარება და შეიცვალა ტერიტორიული წესრიგი“- განაცხადა ისტორიის დოქტორმა დაზმირ ჯოჯუამ.

ერთ-ერთი მომხსენებელის კახა კვაშილავას თქმით, აფხაზი ისტორიკოსები და ჟურნალისტები თვლიან, რომ ომის მოგება აფხაზი გმირების დამსახურებაა. ,,აქედან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით ამ დღეს სულ სხვა პათოსით აღნიშნავენ, რაც ძალიან მტკივნეულია ქართველი ერისათვის“.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary