„პარტიზანული მებაღეობა“ ვაკის პარკში და სახელობითი ნარგავები
20 სექტემბერი, 2013
„პარტიზანული მებაღეობა“ ვაკის პარკში და სახელობითი ნარგავები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ხის დარგვის საერთაშორისო დღეს ვაკის პარკში „პარტიზანული მებაღეობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. მოხალისეებმა საკუთარი გვარ-სახელები ნაჭრებზე დაწერეს და მუხის, ნაძვისა და ტუიის ნერგებს შემოახვიეს, რომლებიც იქვე დარგეს.
„მე გერმანიაში ვხცოვრობ და იქიდან ძალიან ვგულშემატკივრობ აქაურობას. სულ მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა. წელს საქართველოში ერთი თვით ჩამოვედი დასასვენებლად. დღევანდელი დღის შესახებ რომ გავიგე, მაშინვე გავიქეცი და კვიპაროსის ნერგი შევიძინე. გერმანიაში ყველგან გამწვანებაა. ყველა მთავარ ქუჩაზე ხეივანია და ქალაქშიც ძალიან ბევრი პარკია. ძალიან ბევრი საზოგადოებაა შექმნილი, რომელთა მიზანიც ამ სიმწვანის დაცვაა და ვფიქრობ, ჩვენთანაც თუ ხშირი იქნება მსგავსი აქციები, უკეთესია“ - განაცხადა ნათია დუნდუამ.

„პარტიზანული მებაღეობა“ თავისუფალი მოძრაობაა, რომელიც სოციალურ ქსელში შეიქმნა და აერთიანებს ყველა მსურველს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა პატარაობიდანვე ისწავლონ ბუნების სიყვარული. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ახალი თაობა იყოს ბუნების მოყვარული. ჩვენი მოძრაობა გამწვანებისა და ბუნების დაცვის საკითხებში, მოსახლეობაში პასუხისმგებლობის გაზრდას ემსახურება“ - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა ნატა ფერაძემ.

ახალგაზრდებსა და უფროსებთან ერთად, აქციაში საბავშო ბაღ „Busy Bees”-ის სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც მონაწილეობდნენ.
ბაღის დირექტორის ლაურა მესტვირიშვილის თქმით, დიდ დროს უთმობენ ბავშვებთან გარემოს დაცვაზე საუბარს და იმედი აქვს, ეს აქცია ბოლო არ იქნება და მომავალშიც გაგრძელდება.

რამდენიმე წლის შემდეგაც, აქციაში მონაწილე ნებისმიერ ადამიანს თამამად შეუძლია მივიდეს ვაკის პარკში და მონახოს ხე საკუთარი გვარითა და სახელით.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary