წიგნის რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, გამოცემა ექსპრომტად რამდენიმე დღეში მომზადდა. მისი განმარტებით, ირაკლი კაკაბაძის ლექსები არის პასუხი ყველა ბოლოდროინდელ კითვაზე და გამოხმაურება მტკივნეულ მოვლენებზე, რომელიც საქართველოში განვითარდა.
"ეს არის გამოხმაურება ყველა მტკივნეულ თემაზე, რაც ჩვენ გვესმის ტელევიზიით, ქუჩაში, სოცილურ ქსელში და ის ემოციები, მათ შორის უარყოფითიც, რომელიც ყოველდღიურად აღწევს ჩვენამდე, ირაკლი კაკაბაძის ლექსებში ძალიან მძაფრად და ნამდვილი პოეტის თვალთახედვით არის აღბეჭდილი" - აღნიშნა ზვიად კვარაცხელიამ. მან განმარტა წიგნის სათაური, რომელსაც მკითხველმა არაერთი განსხვავებული ინტერპტერაცია მოუძებნა. მისი თქმით, სახრჩობელასთან გასული კაცის ფიქრები, არ შეიძლება იყოს ყალბი. ყველაფერი არის ნამდვილი, თითქოს, ადამიანი ყველა ფრაზას უკანასკნელად წარმოთქვამს, მსგავსად ირაკლი კაკაბაძის შემოქმედებისა. სათაურის იდეის ავტორი კი ბატონი როსტომ ჩხეიძეა.
თავად წიგნის ავტორის განმარტებით, ეს არის კრებული, რომელიც აერთიანებს მისი ბოლო პერიოდის ლექსებს, ძირითადი თემატიკა სოციალურია. "ლექსებში განხილულია საკმაოდ მძაფრი და აქტუალური საკითხები, არც გრიმი წამისვამს რაიმესთვის და არც შემილამაზებია, ვიმედოვნებ, რომ თავად ლექსი მივა მკითხველის გულამდე".
ირაკლი კაკაბაძემ შეკრებილ საზოგადოებას რამდენიმე ლექსი გააცნო. სტუმრად მოწვეულმა ფილოლოგმა და ლიტერატორმა ქალბატონმა თინათინ ბოლქვაძემ მიმოიხილა და შეაფასა ირაკლი კაკაბაძის შემოქმედება და განმარტა წიგნის ყდის სიმბოლური მნიშვნელობა: "ეს არის ადამიანის გული, რომელსაც ასე ზრდილობიანად, დანა-ჩანგლით, უდანაკარდოდ მიირთმევს სახელმწიფო. ჩვენ ყველანი ვდგავართ სახრჩობელასთან. მიუხედავად იმისა, როგორი იქნება სახელმწიფო, იქნება ეს დემოკრატიული თუ დიქტატორული. ყველა შემთხვევაში ადამიანს სახელმწიფო აყენებს სახრჩობელასთან".
შეხვედრაზე ავტორმა თავის მომავალ გეგმებზეც ისაუბრა. უახლოეს მომავალში იგი აპირებს ახალი წიგნის გამოცემას, რომელიც მწერლის შეფასებით, თავისი ცხოვრების წიგნი იქნება. ის გაიხსენებს აფხაზეთში ბებია-ბაბუასთან გატარებულ ბავშვობის წლებს.