გიორგი მშვენიერაძის ლექცია “თავისუფლება და პასუხისმგებლობა”
21 სექტემბერი, 2013
გიორგი მშვენიერაძის ლექცია  “თავისუფლება და პასუხისმგებლობა” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ინიციატივით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისმა გიორგი მშვენიერაძის ლექციას უმასპინძლა თემაზე - "თავისუფლება და პასუხისმგებლობა".


ლექცია დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მსმენელები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ლექციის მსვლელობაში. 

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია ახალგაზრდებში და, ზოგადად, ქართული რეალობისთვის, რასაც იქ დამსწრე ახალგაზრდების დიდი ნაწილიც ადასტურებდა. 

გიორგი მშვენიერაძის თქმით, "აღნიშნული საკითხი საკმაოდ ვრცელი თემაა, რომელსაც შესაძლოა, მთელი ცხოვრება მიუძღვნა, რათა ეძიო ზღვარი თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის, ეძიო პასუხი იმაზე, თუ სად მთავრდება ჩემი თავისუფლება და სად იწყება სხვისი".

ლექციის მსვლელობისას აქტიურად განიხილებოდა თავისუფლებასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული მაგალითები, ასევე პარალელი გაივლო კვენტინ ტარანტინოს ფილმთან "გათავისუფლებული ჯანგო", რომლის თემატიკაც მონობისა და თავისუფლების ზღვარზე გადის და, როგორც აღმოჩნდა, ფილმის სიუჟეტი კარგად ცნობილი და საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა იქ მყოფი ახალგაზრდობისთვის. 

როგორც ლექციის ერთ-ერთმა მსმენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა: "ლექცია იყო მეტად საინტერესო, რადგან შეეხებოდა აქტუალურ თემებს, რომლებიც ქართველ ახალგაზრდობას აწუხებს. მომხსენებელი იყო საკმაოდ კომპეტენტური, რამაც გამოიწვია ლექციის საინტერესოდ მიმდინარეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოვისმინეთ განსხვავებული მოსაზრებები, რაც ყოველთვის მისასალმებელია".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary