ერთად დავასუფთაოთ ჩვენი ქალაქი
21 სექტემბერი, 2013
ერთად დავასუფთაოთ ჩვენი ქალაქი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ინიციატივით 21 სექტემბერს გაიმართა საერთაშორისო აქცია "დავასუფთაოთ საქართველო - დავასუფთაოთ მსოფლიო".


აღნიშნულ აქციას შეუერთდა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ცენტრის თანამშრომლები, მოხალისეები და აქციის სხვა მონაწილეები, რომელთა უმრავლესობას ახალგაზრდები, სტუდენტები და მოსწავლეები წარმოადგენდნენ, ერთად გაემგზავრნენ წავკისში და დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია. 

20-21-22 სეტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World). 

2013 წლის სექტემბრის მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა", საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისი", შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) ფინანსური უზრუნველყოფით.

მიმდინარე დღეებში ამ ტიპის აქციები გაიმართა ნარიყალას მიმდებარე ტეიტორიასთან და ასევე იგეგმება ერთობლივი ძალებით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. 

როგორც აქციის ორგანიზატორებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს: "დასუფთავების აქცია საქართველოს სხვა რეგიონებშიც იმართება და მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ერთად დავასუფთაოთ მსოფლიო - ერთად დავასუფთაოთ საქართველო და ნუ დავანაგვიანებთ გარემოს".

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: "აქციაში მონაწილეობა განაპირობა მხოლოდდამხოლოდ მწვანე საფარის გადარჩენის სურვილმა და მოსახლეობისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეხსენებამ. მოვუწოდებ ყველას, გაითავისონ, რომ მათი სახლი მათ ბინას სცდება და გარშემო სამყაროც ისე უყვარდეთ და ისევე იზრუნონ, როგორც საკუთარ სახლზე".

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები კვლავაც გაგრძელდება.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary