თსუ-ს სტუდენტები გერმანიის კვლევით ცენტრში ემზადებიან
23 სექტემბერი, 2013
თსუ-ს სტუდენტები გერმანიის კვლევით ცენტრში ემზადებიან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო საშემოდგომო სკოლა და კონფერენცია გაიხსნა თეორიულ ფიზიკაში.

თსუ, ბონის უნივერსიტეტი და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი თეორიული ფიზიკის რეგიონულ საგანმანათლებლო ქსელში გაერთიანებული უნივერსიტეტებია და სწორედ მათი თანამშრომლობით ტარდება ეს პროექტი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ქართველი, უცხოელი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები. მოხსენებები კეთდება ელემენტარული ნაწილაკების ფენომენოლოგიაში.


ღონისძიება ფოლკსვაგენის საქველმოქმედო ფონდისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით იმართება. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბონისა და ერევნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 14 მარტს გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თსუ-სა და ბონის უნივერსიტეტის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტსა და ერევნის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტს შორის სამმხრივი თანამშრომლობა იგეგმება, რაც თეორიულ ფიზიკაში ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავებას გულისხმობს. ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ თეორიულ ფიზიკაში ცნობილი პროფესორების სალექციო კურსები, ჩაერთონ გერმანულ უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში. მემორანდუმის ფარგლებში თსუ-ს სტუდენტები იმყოფებიან გერმანიაში, იულიხის კვლევით ცენტრში და გადიან მოსამზადებელ ეტაპს აღნიშნულ პროგრამაში ჩასართავად.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary