ახალ სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 4000-მდე პირველკურსელი ჰყავს, მათ შორის არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტებიც.
მინისტრმა განსაკუთრებულად ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკურსელებს მიულოცა და მათ წინსვლა უსურვა.