„5 გატეხილი კამერა“
24 სექტემბერი, 2013
ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ სააქტო დარბაზში ემად ბურნატისა და გი დავიდის ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმი „5 გატეხილი კამერა“ აჩვენეს.
ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ დაფინანსებულ პროექტს პირველად შეუერთდა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

ფილმი სირია-პალესტინის ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს, ერთ-ერთი რეჟისორი ემად ბურნატი არის პალესტინელი, ხოლო გი დავიდი კი ისრაელიდან. წელს „5 გატეხილი კამერა“ ოსკარზე წარადგინეს, მან ოსკარი საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციში აიღო, ასევე გახსნა ამსტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი .

ფილმის რეჟისორი ემად ბურნატი თავად არის მთავარი პერსონაჟი. როდესაც მეოთხე ვაჟი გაბრიელი შეეძინა, მან პირველად იყიდა ვიდეოკამერა. სწორედ ამ დროს, 2005 წელს, მის სოფელში გამოჩნდა რკინის ბარიერი, რომელმაც სოფელი ორად გაჰყო. საპროტესტო აქციებს სათავეში ემადის ორი მეგობარი ჩაუდგა. ომის მსვლელობის პერიოდში, რომელიც 5 წელი გრძელდებოდა, იღებდა არა მარტო ომის მსვლელობას, არამედ აღწერდა პალესტინელი ხალხის განცდებს, აკვირდებოდა გაბრიელს, თუ როგორ მოქმედებდა მასზე ის გარემო, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებდა. ამ დროის განმავლობაში მან ხუთი კამერა გამოცვალა, სწორედ აქედან მოდის სახელწოდება .

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოწვეული იყო კონფლიქტოლოგი ნინო პოპიაშვილი და ოპერატორი ნიკა პატარაია, რომელიც 8 აგვისტოს ომის დროს ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობდა. ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ისინი ჩართულები იყვნენ დისკუსიაში. დისკუსიის მსვლელობისას პარალელები გაავლეს 2008 წლის 8 აგვისტოს ომთან.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary