საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ნავთლუღის ქვესადგურში "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სასწავლო ცენტრი გახსნეს.
ცენტრის გახსნა ენერგეტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტმა განაპირობა. სწავლება მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები ენერგეტიკის სფეროში დასაქმდებიან, წარმატებულ კურსდამთავრებულებს კი "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" თავის კომპანიაში დაასაქმებს.
ტრენინგცენტრში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და მეოთხე კურსის სტუდენტები ერთწლიან სპეციალურ გადამზადებას გაივლიან.
ღონისძიების ფარგლებში კახა კალაძემ და თამარ სანიკიძემ სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.