„ახალგაზრდა ადვოკატები“ ექსპლუატაციიდან გამოსული ლიფტების ბიზნესზე
24 სექტემბერი, 2013
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ექსპლუატაციიდან გამოსული ლიფტების ბიზნესზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლებმა თბილისის მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშვნლოვან პრობლემაზე ისაუბრეს. აღნიშნული საკითხი მაღალსართულიან კორპუსებში ექსპლუატაციიდან გამოსული ლიფტების ბიზნესს ეხება. ორგანიზაცია სამართლიანს უწოდებს მოსახლეობის პროტესტს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, კომპანიები, რომელთა ვალდებულებაცაა მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების გამართული მუშაობა უზრუნველყოს, ფაქტობრივად უმოქმედონი არიან. „ მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს „ჩაყლაპულ“ 5 და 10 თეთრზე. ლიფტით სარგებლობა ხშირ შემთხვევაში, ერთ მოქალაქეს, 20-30 თეთრი უჯდება, რაც დამეთანხმებით 2-3 სულიან ოჯახისთვის, თვეში 25-30 ლარს შეადგენს. ასევე ხშირია მგზავრობის დროს ავარიული გაჩერება, სამაშველო სამსახურის გამოძახება. არ ხდება ლიფტების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ კომპანიებზე ნებართვის ან ლიცენზიების გაცემა“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა სოფიო ლეჟავამ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების გამართულობაზე პასუხისმგებელი კომპანიები თბილისის მერიასთან დაახლოებული ჯგუფების ხელშია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავენ თბილისის მერიას და მოითხოვენ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემას კომპანიებზე. ამასთანავე, ორგანიზაცია მოითხოვს, საჯარო გახდეს ლიფტების ხარჯების შესახებ არსებული ინფორმაცია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary