მემორანდუმი სტუდენტების განათლების ხელშეწყობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის
24 სექტემბერი, 2013
მემორანდუმი სტუდენტების განათლების ხელშეწყობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო.

მემორანდუმის მიზანია ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა და იმ ქართველ სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც სურთ განათლება ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლაში მიიღონ. სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხებიან გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის, ბრედფორდის უნივერსიტეტისა და ლინკოლნის უნივერსიტეტის მიერ აკრედიტირებულ რომელიმე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეუმცირდებათ.

ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლა უზრუნველყოფს სწავლისათვის განკუთვნილი თანხის 50%-ის ოდენობის გრანტს სტუდენტისათვის, რომელებიც ლბფს-ისა და პროგრამა „ცოდნის კარის“ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, მიუხედავად იმისა, ნაწილობრივ დაფინანსდებიან ისინი აღნიშნული პროგრამით თუ სრულად.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary