მემორანდუმის მიზანია ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა და იმ ქართველ სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც სურთ განათლება ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლაში მიიღონ. სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხებიან გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის, ბრედფორდის უნივერსიტეტისა და ლინკოლნის უნივერსიტეტის მიერ აკრედიტირებულ რომელიმე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეუმცირდებათ.
ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლა უზრუნველყოფს სწავლისათვის განკუთვნილი თანხის 50%-ის ოდენობის გრანტს სტუდენტისათვის, რომელებიც ლბფს-ისა და პროგრამა „ცოდნის კარის“ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, მიუხედავად იმისა, ნაწილობრივ დაფინანსდებიან ისინი აღნიშნული პროგრამით თუ სრულად.