კონსერვატორიის მცირე დარბაზში გამართული ვოკალური მუსიკის კონცერტიც სწორედ მის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები: მარიამ მაჩიტაძე, გოჩა დათუსანი და კონსერვატორიის სტუდენტები. მათ შეასრულეს ალექსი მაჭავარიანის უკვდავი ნაწარმოებები.
ქართველ კომპოზიტორს, როგორც ძლიერი შემოქმედებითი ინდივიდუალობის, დიდი ერუდიციის მუსიკოსს, იცნობენ და აფასებებენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.