„პარტიზანული მებაღეობა თბილისში“ 30 სექტემბერს აქციას გეგმავს
25 სექტემბერი, 2013
„პარტიზანული მებაღეობა თბილისში“ 30 სექტემბერს აქციას გეგმავს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

კუს ტბის მიმდებარე ე.წ "ციყვების ტერიტორიაზე" აქცია გაიმართა სახელწოდებით - "ციყვებთან".

აქციის ორგანიზატორია მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობა თბილისში". მოძრაობა ნერგების გაჩეხვას აპროტესტებს. 

"ჩვენ გვინდა, რომ მწვანე ტერიტორია შეგვინარჩუნდეს. 30 სექტემბერს აქციას ვგეგმავთ და იურისტების მიერ შედგენილი პეტიცია გვაქვს, სადაც ყველა ჩვენი მოთხოვნაა ჩამოყალიბებული. ახალგაზრდების აქტივობა ძალიან მაღალია. სწორედ ისინი დარჩნენ ღამით სამორიგეოდ" - აცხადებს "პარტიზანი მებაღეების" ერთ-ერთი წევრი ნატა ფერაძე.

აქციის დაწყებამდე სიტუაცია დაიძაბა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. როგორც ერთ-ერთი პოლიციელი აცხადებს, ისინი ნეიტრალურ პოზიციაზე რჩებიან, რადგან მათ არ აქვთ უფლება, რომელიმე მხარის პოზიცია დაიკავონ.

როგორც ნატა ფერაძე აცხადებს, 30 სექტემბრამდე არაფერი მოხდება, რადგან ადგილიდან გაყვანილია მანქანები, ხოლო ყველა სიახლე მოძრაობის "პარტიზანული მებაღეობა თბილისში" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაიდება.


 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary