ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა
25 სექტემბერი, 2013
ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკონკურსო პროგრამის “ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა” პრეზენტაცია მოაწყო. კონკურსის მიზანია ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების აქტიურად ჩართვა თვითმმართველობასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ერთი პროექტისთვის გამოყოფილი მაქსიმალური თანხა 5000 ლარით განისაზღვრება. საერთო ჯამში აღნიშნულ ინიციატივას 50 000 ლარი მოხმარდება. მიღებულ პროექტებს სპეციალურად შექმნილი დროებითი კომისია 10 დღის ვადაში განიხილავს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკური პირებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

როგორც ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენლებმა განაცხადეს, პროექტების ფორმა შეზღუდული არ არის, თუმცა, აუცილებელია ბიუჯეტის დეტალურად წარმოდგენა.

სამსახურის წარმომადგენლებმა კონკურსის პრიორიტეტებზე ისაუბრეს, ესენია: ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არაფორმალური განათლება (ტრენინგ-სემინარები), ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დახმარება-ინტეგრაცია.

პროექტების მიღება 26 სექტემბერს დაიწყება და 9 ოქტომბრამდე გასტანს.


წყარო - http://studpress.ge/?p=6687

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary