აგრარულ უნივერსიტეტში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
"ძალიან გთხოვთ, ყურადღებით იყავით გამოცხადებულ კონკურსებსა და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით. შანსები ძალიან იზრდება, ასევე - დაფინანსებაც, რაც დააბალანსებს კონკურენციას" - მიმართა სტუდენტებს ტემპუსის ეროვნული პროგრამის წარმომადგენელმა საქართველოში.
შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ "Liberal Enhanced Arts Foundation"-ის დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი, DAAD პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში შაკო თევდორაძე და ტემპუსის ეროვნული პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში.
მიწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და ინფორმაცია მიაწოდეს ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა სასურველი სამაგისტრო პროგრამებისა თუ დაფინანსების მოძიება-მოპოვება, ისაუბრეს ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებისათვის სტანდარტული მისაღები გამოცდების შესახებ, როგორიცაა: IELTS / TOEFL, GRE / GMAT.
შეხვედრის დასასრულს კითხვა-პასუხის რეჟიმში სტუდენტებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ მათთვის სასურველი ინორმაცია.
შეხვედრა ,,Student Advisory Network"-ის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და გამოცდილების გაზიარებას.