საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში პროექტი ,,ჩემი აფხაზეთი" ჩატარდა, რომელიც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულების 20 წლისთავს მიეძღვნა.
წარმოდგენილი იყო ახალგაზრდების ნახატები, ნაწერები და ესეები. აფხაზური საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს.
ერთ-ერთმა დევნილმა ემზარ კახიანმა გვიამბო სოფელ კომანში მომხდარ ბრძოლაზე. იმის მიუხედავად, რომ მძიმე ტექნიკა არ ჰქონდათ, 35 მეომარმა შეძლო 500-კაციანი შემოტევა შეეჩერებინა.
ცრემლიანი თვალებით დევნილებმა მძიმე დღეები გაიხსენეს.