"იდენტობის'' ოფისში ლელა რეხვიაშვილის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების ცხოვრებისა და გამოცდილების მონაცემების ჩვენება.
პრეზენტაციის დროს განიხილეს სხვადასხვა სახის პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის საფრთხე, რომლის წინაშეც რელურად დგანან ლგბტ ადამიანები.
მკვლევარი თავად გაუძღვა პრეზენტაციას და დაწვრილებით ისაუბრა იმ დილემაზე, რომლის წინაშეც დგანან საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანები, კერძოდ, აღნიშნა მათი სამსახურებრივი დისკრიმინაციისა და ინტეგრაციის პრობლემა.
შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა. ლელა რეხვიაშვილის შეფასებით, "ლგბტ ადამიანები ზოგად მოსახლეობასთან შედარებით თანაბარ შესაძლებლობებს არ ფლობენ".