„დავითიანნის“ ახალი პროექტი
25 სექტემბერი, 2013
„დავითიანნის“ ახალი პროექტი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” კინოკლუბი ,,მზესუმზირა’’ ეწვია მოხუცთა თავშესაფარ ,,ბეთელს’’ და გამართა კინოჩვენება. ნაჩვენები იყო 2011 წლის ფრანგული კომედია, დრამა ,,ხელშეუხებელნი’’.
როგორც პროექტის მონაწილეებმა აღნიშნეს: ,, ეს ფილმი სიახლე იქნება აქ მცხოვრებთათვის და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, გავუხალისოთ მათ ცხოვრება’’.
ორგანიზატორის განმარტებით, ეს არის საქართველოში უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გულისხმობს თავშესაფარში მყოფთა ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და მათ გახალისებას.

პროექტის ორგანიზატორის განცხადებით: ,,მოხუცებს საშუალება ექნებათ გამოხატონ საკუთარი პოზიცია ფილმზე, გაესაუბრონ ერთმანეთს და განიხილონ ფილმში დასმული საკითხები’’.

,,მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებსაც არასოდეს ვავიწყდებით და ზრუნავენ ჩვენს გახალისებაზე. აქ მცხოვრებთათვის ეს, მართლაც, დიდი ზეიმია. ბედნიერები ვიქნებით, თუ მსგავსი ღონისძიებები კვლავ ჩატარდება’’ - განაცხადა თავშესაფრის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

„დავითიანნის“ გენერალური დირექტორის გიორგი მიქანაძის თქმით, „დავითიანნმა“ დაიწყო ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები ესტუმრებიან მოხუცთა თავშესაფრებს და გაულამაზებენ მათ ერთ ჩვეულებრივ დღეს. ისინი ერთად ნახავენ ფილმებს და განიხილავენ მის მთავარ თემებს. პროექტი გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია, ვემეგობროთ ახალგაზრდებსა და მოხუცებს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary