„მეფის“ ხსოვნას
26 სექტემბერი, 2013
„მეფის“ ხსოვნას ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თსუ-ს ბიბლიოთეკასთან არსებულმა შემეცნებითმა კლუბმა ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნის საღამო გამართა.
როგორც კლუბის წევრები აცხადებენ, საღამო ეძღვნება „მეფის“ ხსოვნას, რადგან ის და მისი სიმღერები ახალგაზრდების გულში კვლავ ცოცხლობენ.

საღამოს ესწრებოდნენ სტუდენტები, რომლებმაც ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები შეასრულეს და ისაუბრეს მის შემოქმედებაზე, კიდევ ერთხელ გაახსენეს იქ მყოფთ „მეფის“ ცხოვრება. ასევე იყვნენ მოწვეული სტუმრები: ქეთათო ჩარკვიანი, ზაზა შენგელია და ნანა ჩარკვიანი. საღამო საინტერესოდ წარიმართა, გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებულებს გადაეცათ ირაკლი ჩარკვიანის წიგნები, რომლის შეძენა ნებისმიერ სტუმარს შეეძლო.

„ეს საღამო გაიმართა ირაკლის ხსოვნის საპატივსაცემოდ, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი შემოქმედება, რაც ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია. მსგავსი საღამოები ჩვენი კლუბის ინიციატივით კიდევ გაიმართება და ასევე, მომავალში იგეგმება კონფერენციების ჩატარება, რაც ახალგაზრდების ინტერესის საგანია“ - განაცხადა შემეცნებითი კლუბის ხელმძღვანელმა მარიამ ასკილაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary