ხუდონჰესის საწინააღმდეგო აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან
26 სექტემბერი, 2013
      ხუდონჰესის საწინააღმდეგო აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სახელმწიფო კანცელარიის წინ ხუდონჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა სახელად - "არა ხუდონჰესსა და სხვა დიდ ჰესებს".

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, "ხუდონჰესისა და სხვა დიდი ჰესების მშენებლობა აბსოლუტურად გაუმართლებელია, მით უფრო, როცა ეს ელექტროენერგიის თურქეთში გასაყიდად იგეგმება. გარდა ამისა, ხუდონჰესის მშენებლობით ბატონი ივანიშვილი არღვევს ამომრჩევლისათვის საარჩევნო პროგრამით მიცემულ პირობას, რომ დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა აიკრძალებოდა". აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ არ შეიძლება, ქვეყნის გარემო და ეკოსისტემა შეეწიროს კერძო პიროვნებების ფინანსურ კეთილდღეობას. 

აქციაში სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას. "ჩვენი პროტესტი მიმართულია ხელისუფლების ენერგეტიკული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ორიენტირებულია დიდი ჰესების მშენებლობაზე, ეკოლოგიური საფრთხეების უგულებელყოფაზე, ადგილობრივ მცხოვრებთა უფლებების შელახვაზე. დღეს აქ მყოფები ვუგზავნით შეტყობინებას მთავრობას, რომ გადახედოს თავის ენერგეტიკულ პოლიტიკას, გადაერთოს საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობაზე, ასევე არსებული ჰესების გაწმენდასა და ენერგოდამზოგველი ტექნოლოგიების დანერგვაზე" - აღნიშნა ერთ–ერთმა სტუდენტმა ირაკლი ირემაძემ. სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ ხაიშში მცხოვრებთ. "სოლიდარობას ვუცხადებ სვანეთის მოსახლეობას. ეს არა მარტო ხაიშელების დარდია, არამედ თითოეული იმ მოქალაქის, რომელსაც ქვეყნის ავ–კარგზე გული შესტკივა. როგორც ვიცი, ხუდონჰესი გიგანტური პროექტია და ამ ჰესის აშენებით დაიტბორება ხაიში, მიმდებარე სოფლები, ეკლესიები და სასაფლაო. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლის მიხედვით, მოსახლეობას უფლება აქვს, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში და მთავრობას ნორმების შეხსენება რიგითი სტუდენტებისგან არ უნდა სჭირდებოდეს" –აღნიშნა აქციის მონაწილე მარიამ მაღრაძემ.

აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქცია და შემდეგი შაბათს დაანონსეს, ისევ სახელმწიფო კანცელარიის წინ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary