„მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის
26 სექტემბერი, 2013
„მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა არასამთავრობო ორგანიზაცია, რადგან დიდი ხანია ვსაუბრობდით, გვინდოდა, ვყოფილიყავით აქტიურები და ჩვენი წვლილი შეგვეტანა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.
ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია „მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“ - ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რევაზ ცნობილაძე.
იურიდიულად ცენტრი 2012 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. პირველი პროექტი 2013 წლის 1 ივნისს ჩატარდა, რომელსაც „იდეოლოგიურად განვითარებული პოლიტიკა“ ერქვა. პროექტში მონაწილეობდნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები, რომელიც ელექტრონული აპლიკაციების საშუალებით შეირჩნენ.

„მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ წევრ თამუნა ქუფარაშვილს ცენტრთან შეხება პირველად ივნისში ჰქონდა, როდესაც მათ მიერ განხორციელებულ პროექტში მონაწილეობა მიიღო.

„გამარჯვებულად დავსახელდი მე, შატილის ტურის გარდა, ამასთანავე, შემომთავაზეს მათთან თანამშრომლობა. ჩემი ინტერესები, მიზნები, მისწრაფებები თანხვედრაშია ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებთან. ამდენად, გარკვეული პროცედურების შემდეგ გავხდი „მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ წევრი. ამის შემდეგ, ჩვენ ერთად და წარმატებით ვახორციელებთ პროექტებს, რომელიც ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ემსახურება“ - აღნიშნა თამუნა ქუფარაშვილმა.

შემდეგი პროექტი 7,8,9 სექტემბერს განხორციელდა, რომელსაც „ახალგაზრდების თვალით დანახული პოლიტიკა, იდეოლოგიებიდან და სახელმწიფო ინსტიტუტებამდე“ ერქვა.

პროექტში განიხილებოდა თემები: ბიუჯეტისა  და გადასახადების მნიშვნელობა, იდეოლოგიური საფუძვლები ეკონომიკის მიმართულებით, დემოკრატია, ქართული და ამერიკის დემოკრატიის ერთმანეთთან შედარება. ლექციას გადასახადების, მათი ტიპებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ უძღვებოდა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ბაფის“ უფროსი აუდიტორი აბესალომ ქოროღლიშვილი.


„ამ პროექტში მოვიწვიეთ ივანე ჯავახიშვილის სტუდენტები: გიორგი გრიგოლაშვილი, ლევან ლორთქიფანიძე, თენგო სულთანიშვილი, ასევე ილიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი გიგა ჭკადუა და „მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“-ს წევრი და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ ქუფარაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები. ამ პროექტის შემდეგ დავგეგმეთ შეხვედრ, ახალგაზრდა წარმომადგენელთან გაეროში თორნიკე ზურაბაშვილთან, რომელიც 22 სექტემბერს ჩატარდა. ეს იყო საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. დასახელდა ახალგაზრდების პრობლემები, მათი გადაჭრის გზები თვითონ ბავშვებმა წამოსწიეს. შეხვედრას ესწრებოდნენ,  როგორც ჩვენი ორგანიზაციის წევრები, ასევე მოწვეული სტუმრები“ - აღნიშნა რევაზ ცნობილაძემ.
ცენტრის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც შემდეგში გავლენას მოახდენს საზოგადოების ფორმირებაში. თავდაპირველად ცენტრი 6 წევრისგან შედგებოდა, ხოლო შემდეგ გაფართოვდნენ და ამჟამად 9 წევრისგან შედგება, მაგრამ იანვრისთვის კიდევ გეგმავენ წევრების დამატებას.

ასი ათასი მოწამის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა „ფესვების“ მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ძაძამიას სურვილის აქვს,  „მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრს“ შეურთდეს და თავისი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. „ცენტრის შესახებ რომ ვისაუბროთ, გავარკვევთ, რომ მისი ძირითადი მიზანია ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება, არაფორმალური განათლების წახალისება, რაც ჩემი პირადი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი სურვილები და ცენტრის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩავერთო მის საქმიანობაში და ხელი შევუწყო ქართველი ახალგაზრდობის განვითარებას და ასევე მათთან მუშაობით მეც ავიმაღლო დონე გარკვეულ სფეროებში“ - განაცხადა გიორგი ძაძამიამ.

მომავალში რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. ცენტრმა შეიმუშავა სოციალური ტიპისა და გარემოს დაცვითი პროექტები. მიმდინარეობს მოლაპარაკება ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებთან, ასევე იგეგმება რეგიონული განვითარება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary