განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალაგზრდები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.
ამისათვის საჭიროა, მათ საერთაშორისო ოლიმპიადაში ან სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში უმაღლესი შეფასება ჰქონდეთ მიღებული.
ამასთან დაკავშირებით, ცვლილებები შედის "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტმა მოამზადა.
კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ დადგინდება სასწავლო გრანტით დაფინანსების წესი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს.
კანონს უკუძალა მიეცემა და სასწავლებლებში სწავლის უფლება შეუნარჩუნდებათ 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ამა თუ იმ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და, მათი განსაკუთრებული ნიჭის მიუხედავად, სწავლის უფლების გარეშე დარჩნენ.