„ერი მხოლოდ თავისუფლების პირობებში ვითარდება“
27 სექტემბერი, 2013
„ერი მხოლოდ თავისუფლების პირობებში ვითარდება“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს უნივერსიტეტში ანალიტიკოსმა და პუბლიცისტმა თეიმურაზ ზაქარაძემ საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე - "საქართველოს სახელმწიფოს ფუნქცია და მისი როლი".

ლექციაზე თეიმურაზ ზაქარაძემ მიმოიხილა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და განიხილა ქვეყნის წინსვლის გზები. ჩვენთან საუბრისას კი აღნიშნა, რომ "ევროპასთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად, პირველ რიგში, საჭიროა ვაჯობოთ მათ". მისივე თქმით, ერი მხოლოდ თავისუფლების პირობებში ვითარდება.

შეხვედრაზე დამსწრეთა ძირითად ნაწილს ახალგაზრდები შეადგენდნენ, მათ შორის იყო სალომე კუპრავა, რომლისთვისაც ლექციამ საინტერესეოდ ჩაიარა: "მსოფლიო პოლიტიკის წარმართვაში ერის ისტორიის ფუქნციის განხილვისას მომხსენებელი ბევრ ისეთ საკითხს შეეხო, რომელზეც აქამდე არ მიფიქრია და ძალიან კამყოფილი ვარ ლექციით".

საჯარო ლექცია საქართველოს უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა დიპლომატთა" ლიგისა და ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება "ლაზარეს" ორგანიზებით ჩატარდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary