მზადება პიანისტთა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონკურსისთვის
27 სექტემბერი, 2013
მზადება პიანისტთა თბილისის მეხუთე  საერთაშორისო კონკურსისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონკურსის წინამოსამზადებელი კონცერტი გაიმართა.

"ახალგაზრდა ქართველ პიანისტთა კონცერტზე" კონკურსში მონაწილე ოთხმა ახალგაზრდა პიანისტმა: ეკა ბოკუჩავამ, ალექსანდრე ვასაძემ, ნინო კოტრიკაძემ და თემურ ნათებიძემ სკარლატის, შუმანის, შოპენის, ლისტისა და რაველის კომპოზიციები შეასრულეს.

"დღევანდელ კონცერტს აქვს საჩვენებელი ხასიათი. ჩვენს გამორჩეულ პიანისტებს, რომელთაც არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებში და მათ შორის ახლაც მონაწილეობენ პიანისტთა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონკურსში, საშუალება ექნებათ, წარდგნენ ფართო საზოგადოების წინაშე და მოთელვა გააკეთონ იმ დიდი კონკურსისათვის, რომელშიც არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას" - აღნიშნა სახელმწიფო კონსერვატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ირაკლი ევსტაფიშვილმა.

პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი პირველად 1997 წლის ოქტომბერში ჩატარდა. 2002 წლიდან ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს კი - რიგით მეხუთე იქნება.

"ეს კონცერტი, ჩემი აზრით, კონკურსში მონაწილე ქართველი პიანისტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის საერთაშორისო კონკურსი და ჩვენ ვართ ქართველები და გვიწევს ჩვენი ქვეყნის წარდგენა, გარდა ამისა, ეს კონკურსი მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსების ფედერაციის წევრია, რის გამოც ჩემთვის ძალიან დიდი ტრამპლინი იქნება ამ კონკურსში თუნდაც რამდენიმე ტურში დაკვრა, გამარჯვებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს კონცერტი კი ერთგვარი რეპეტიციაა კონკურსამდე" - განაცხადა კონცერტის მონაწილე ეკა ბოკუჩავამ, რომელიც ფრანც ლისტის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრანპრის მფლობელი, საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსის ფინალისტი და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary