ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს მე-9 საზაფხულო სკოლა გაიხსნა ლოგიკასა და ენაში.
საზაფხულო სკოლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, "კურტ გიოდელის საზოგადოებისა" და სორბონის უნივერსიტეტის ხელშეწყობით იმართება. პროგრამის მიზანია ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა გაერთიანება და მათ შორის ინფორმაციის გაცვლა. დღეს პრეზენტაციები წარმოადგინეს იაპონიის, საფრანგეთისა და ავსტრიის წარმომადგელებმა.
კურსის დასრულების შემდეგ საზაფხულო სკოლის მონაწილეები სერტიფიკატებს მიიღებენ.
საზაფხულო სკოლა 5-დღიანია და 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.