შეხვედრა თემაზე - ნატო თუ რუსეთი?
30 სექტემბერი, 2013
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე და საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი იყო ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელობაზე. მომხსენებლების თქმით, რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია. მან ბევრჯერ დაარღვია პირობები და ხელშეკრულებები. საქართველოს არ შეუძლია სხვა გზით გაუმკლავდეს მას. ერთადერთი გამოსავალი ნატოში გაერთიანებაა. ,,საუკუნეებია ვცდილობთ, დავუახლოვდეთ ევროპას და საინტერესოა, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არის ქვეყნის ინტერესებზე მიბმული და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პირის ნება-სურვილზე" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ერთ–ერთი პრობლემა, რაზეც დღეს გაამახვილეს ყურადღება იყო ის, თუ რატომ არ უნდა რუსეთს საქართველოს ნატოში შესვლა. ,,საქართველოს ნატოში შესვლით რუსეთმა ზუსტად იცის, რომ დაკარგავს ჩვენს ტერიტორიებზე კონტროლს. რუსეთი არ გვაძლევს საშუალებას, განვვითარდეთ, როგორც ქვეყანა. არჩევანის გაკეთება გვიწევს არა ნატოსა და რუსეთს შორის, არამედ მონობასა და თავისუფლებას შორის" – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary