ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებმა სასწავლო-სტუდენტური ჟურნალის "გზავნილი" პრეზენტაცია გამართეს.
ჟურნალი "გზავნილი" სასწავლო კურსის "ბეჭდური მედია 2"-ის ფარგლებში მომზადდა თსუ–ს ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის ხელმძღვანელობით.
სტუდენტებმა განახორციელეს მულტიმედია პროექტი, რომლის მიზანი რეგიონული ჟურნალის შექმნა იყო. პროექტი მოიცავდა სტუდენტური ჯგუფის რეგიონებში ვიზიტს, საჟურნალე მასალების მოძიებას, ადგილობრივი ამბების გაშუქებას, სტატიების, რადიოსიუჟეტებისა და ფოტორეპორტაჟების მომზადებას.
ჟურნალ "გზავნილის" პირველი ნომერი ცისია ცერცვაძის რედაქტორობით გამოიცა და ის მცხეთის რეგიონს მიეძღვნა, ხოლო მეორე ნომერი, რომლის რედაქტორიც სალომე გორგოძეა, მაღალმთიან აჭარას, კერძოდ, ხულოს ეხება.
პრეზენტაციაზე რედაქტორებმა ჟურნალის მიზნებსა და დანიშნულებებზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ რეგიონული ჟურნალის იდეა ბევრად უფრო საინტერესო იყო, რადგანაც პროექტში მონაწილე სტუდენტებს მიეცათ საშუალება, გასცდენოდნენ დედაქალაქის ფარგლებს და უშუალოდ ადგილიდან ეჩვენებინათ მცხეთისა და ხულოს ყოველდღიური ცხოვრება თავისი სოციალური პრობლემებით, ღირსშესანიშნაობებით, ისტორიითა და კულტურით. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ მომზადებული ფოტოგამოფენა და რადიოსიუჟეტები, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ქალების მდგომარეობასა და დიდაჭარობის დღესასწაულს ასახავს.
ჟურნალი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის სერგი კაპანაძის მხარდაჭერით გამოიცა.
ჟურნალი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის სერგი კაპანაძის მხარდაჭერით გამოიცა.