„შეწყდეს ფარული ჩეხვა“
30 სექტემბერი, 2013
„შეწყდეს ფარული ჩეხვა“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისში ფილარმონიასთან აქცია გაიმართა სახელწოდებით - "შევწყვიტოთ მწვანე საფარის ჩეხვა", რომელიც მოძრაობის პარტიზანული მებაღეობა თბილისში ინიციატივით ჩატარდა.

მისი წევრის ნატა ფერაძის თქმით, მწვანე საფარის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბევრი ხარვეზია: "ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ მოვითხოვთ კვალიფიციურ კადრებს ყველა უწყებაში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მწვანე საფარზე''.

აქციაზე, ძირითადად, ყურადღება გამახვილდა რესტორნის მშენებლობაზე, რომელიც კუს ტბაზე იგეგმება. აქციის წევრები ამბობენ, რომ ეს მშენებლობა მიმდინარეობს რეკრეაციულ ზონაში, რის გამოც უკვე განადგურდა მწვანე საფარის დიდი ნაწილი. ამ პრობლების მოსაგვარებლად მათ შეაგროვეს ხელმოწერები, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატს ფრიდონ საყვარელიძეს წარუდგენენ, როგორც სამოქალაქო ჯგუფის მიმართვას.

ფილარმონიასთან შეკრებილმა ახალგაზრდება განაცხადეს: ''ეს აქცია არის არაპარტიული და საქართველოს მოსახლეობა მოითხოვს , რომ შეწყდეს ფარული ჩეხვა და რეკრეაციულ ზონებს აღუდგეს სტატუსი".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary