თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“ გაიმართა.
აქცია საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პროექტის ,,სტუდენტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად“ ფარგლებში განხორციელდა.
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ აღნიშნა, რომ დონორთა უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა აქციაში. ახალგაზრდები ეხმარებიან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.
მისი თქმით, აქცია წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. მათი მიზანია, ეს პროექტი განავრცონ ყველა უმაღლეს სასწავლებელში და, რაც შეიძლება, მეტი სტუდენტი ჩაებას ამ კეთილშობილურ საქმეში.