გერმანელი პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
30 სექტემბერი, 2013
გერმანელი პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორდღიან ლექციებს გერმანელი პროფესორები ატარებენ მე-3-4-5 კურსის სტუდენტებისთვის.

თსსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის ბიძინა ზურაშვილის განცხადებით, ხვალ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში 5 ოპერაცია ჩატარდება, რომლებსაც სტუდენტები დაესწრებიან. აქვე გერმანელი პროფესორები ერთსაათიან ლექციებსაც წაიკითხავენ.

მესამე კურსის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის გაგა ჯიმშელეიშვილის თქმით, ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა ამ ლექციებზე დასწრება: „ჩვენ თვითონ სტომატოლოგები ვართ და ეს ისეთი ლექციებია, რომლებიც პრაქტიკაში გამოგვადგება, ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა: ანესთეზია, კბილების რეზექცია... რა დარგზეც უნდა წავიდეს ადამიანი, ნებისმიერ სტომატოლოგს გამოადგება ეს. ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა ამ ლექციების მოსმენა“.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary