თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორდღიან ლექციებს გერმანელი პროფესორები ატარებენ მე-3-4-5 კურსის სტუდენტებისთვის.
თსსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის ბიძინა ზურაშვილის განცხადებით, ხვალ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში 5 ოპერაცია ჩატარდება, რომლებსაც სტუდენტები დაესწრებიან. აქვე გერმანელი პროფესორები ერთსაათიან ლექციებსაც წაიკითხავენ.
მესამე კურსის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის გაგა ჯიმშელეიშვილის თქმით, ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა ამ ლექციებზე დასწრება: „ჩვენ თვითონ სტომატოლოგები ვართ და ეს ისეთი ლექციებია, რომლებიც პრაქტიკაში გამოგვადგება, ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა: ანესთეზია, კბილების რეზექცია... რა დარგზეც უნდა წავიდეს ადამიანი, ნებისმიერ სტომატოლოგს გამოადგება ეს. ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა ამ ლექციების მოსმენა“.