აქცია სამედიცინო უნივერსიტეტში
01 ოქტომბერი, 2013
სამი დღის წინ ნიგერიაში მომხდარ ტერაქტს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ.

უნივერსიტეტის ეზოში 38 ქვეყნის მოქალაქე სტუდენტ შეიკრიბნენ, რომლებმაც დაგმეს ტერორიზმის გამოვლინების ნებისმიერი ფორმა.

,,დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში შევიკრიბეთ საქართველოსა და 38 ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენი უნივერსიტეტის ნიგერიელ სტუდენტებს 29 სექტემბერს ნიგერიაში მომხდარ ტერორისტულ აქტის გამო, რომლის შედეგად 50 სტუდენტი დაიღუპა. ამით გამოვხატავთ ჩვენს საწინააღმდეგო პოზიციას ტერორისტულ ქმედებებთან მიმართებაში და ვგმობთ მისი ნებისმიერი სახით გამოვლინებას" - აცხადებს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი კახა აბულაძე და დასძენს: "მივმართავთ ნიგერიის მთავრობას, მსოფლიო თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაიცვან სტუდენტების უსაფრთხოება და შესაბამისი ზომები გაატარონ მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად".

ნიგერიელი სტუდენტი და დღევანდელი აქციის ორგანიზატორი იკენა მეგუერა ედვარდი ამბობს, რომ მისთვის აღმაშფოთებელია საკუთარ ქვეყანაში მომხდარი ტერაქტი და ის ფაქტი, რომ მას 50 სტუდენტი შეეწირა: ,,ვგმობ ტერორიზმს და მიუღებელია ჩვენთვის სისხლის ღვრა".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary