ფოტოგამოფენა ”მართლმადიდებლობა პოლონეთში” 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება
01 ოქტომბერი, 2013
ფოტოგამოფენა ”მართლმადიდებლობა პოლონეთში”  8 ოქტომბრამდე გაგრძელდება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა ”მართლმადიდებლობა პოლონეთში” გაიხსნა.

გამოფენა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის, მისი უნეტარესობის, საბას ლოცვა-კურთხევით ეწყობა. ღონისძიება ტარდება პოლონეთის პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის მეურვეობით. 

გამოფენა უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდმა ,,ჰერიომ“ გახსნა ,,მრავალჟამიერით“. უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ პოლონეთის მოკლე ისტორია გააცნო აუდიტორიას, შემდეგ კი აღნიშნა, რომ სტუდენტებისთვის იქნება გაცვლითი პროგრამები არამარტო მენეჯმენტსა და საბანკო საქმის განხრით, არამედ პატრიარქის ნება-სურვილით სასოფლო-სამეურნეო დარგს , რომელიც მაღალ დონეზე განვითარებული პოლონეთში. პოლონეთის ელჩის თქმით, პოლონეთის მართლმადიდებლობის კულტურული სიმდიდრე თანამედროვე პოლონეთში განსაკუთრებულ როლს იკავებს. გამოფენაზე წარმოდგენილია 70-მდე ავტორის ნამუშევარი. საქართველო მეშვიდე ქვეყანაა, სადაც გამოფენა ჩატარდა.

ამავე უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პირველი კურსის სტუდენტმა ნანა საბრალოშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ახალგაზრდებისა და, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი მორწმუნე ერისთვის: „გამოფენამ კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ვფიქრბ, რომ ეს ასევე მნიშვნელოვანია პოლონეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობისთვის“. 
ფოტოგამოფენა გაიხსნა 2013 წლის 1 ოქტომბერს 12:00 საათზე და გაგრძელდება 8 ოქტომბრის ჩათვლით.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary