ვირტუალური ხიდი აგრარულ უნივერსიტეტსა და ჰარვარდს შორის
01 ოქტომბერი, 2013
ვირტუალური ხიდი აგრარულ უნივერსიტეტსა და ჰარვარდს შორის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პატრონაჟით პირველად გაიხსნა ნეირომეცნიერებისა და მედიკოსების ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ნეირომეცნიერებისა და სამედიცინო დარგის დაახლოებას შეუწყობს ხელს.

კონფერენციაში მონაწილეობას 60–ზე მეტი მონაწილე მიიღებს, როგორც მეცნიერები, ასევე პრაქტიკოსი ექიმები საქართველოს, ევროპის (გერმანია, ირლანდია, შვეცია, საფრანგეთი, შვეიცარია), კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტიდან და კლინიკიდან.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამყარდება ვირტუარული ხიდი აგრარულ და ჰარვარდის უნივერსიტეტებს შორის. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები დამსწრე საზოგადოებას კვლევის უახლოეს მეთოდებს გააცნობენ.

როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის და ასევე საფუძველს ჩაუყრის გრძელვადიან სამეცნერო თანამშრომლობას, რომელსაც მოყვება ერთობლივი პროექტები და საერთაშორისო გრანტები.

მიწვეული სტუმრები უნივერსიტეტში შექმნილ სამეცნიერო და სასწავლო პირობებს გაეცნენ. სტუდენტებისა და დამწყები სპეციალისტებისათვის კონფერენციის ფარგლებში იგეგმება მეთოდური და გამოყენებითი ვორკშოპი, რათა მოხდეს სტუდენტთა დაინტერესება და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა. ასევე ეს არის რეალური შანსი სტუდენტებისათვის, მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ ხდება ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში ჩართვა.
უკვე დაიგეგმა რამდენიმე პროქტის იდეა, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary