პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი თბილისში
01 ოქტომბერი, 2013
პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი თბილისში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კოსერვატორიაში პიანისტთა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ გაიხსნა,რის შემდგომაც სახელგანთქმული იტალიელი პიანისტის ალბერტო ნოზეს კონცერტი გაიმართა. კონკურსი 4 ტურად ჩატარდება.
კონკურსში მონაწილეობის სურვილი წელს 150 მუსიკოსმა გამოთქვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შესარჩევი მოსმენის შემდეგ (აუდიო ჩანაწერის მიხედვით) კონკურსზე დაუშვეს 30 პიანისტი, საქართველოდან 8 კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. ჟიურის წევრები არიან მსოფლიოს გამოჩენილი პიანისტები და პროფესორები.

პიანისტთა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონკურსის დამფუძნებელია საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი, რომლის დირექტორი არის კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი მანანა დოიჯაშვილი.

კონკურსის დახურვა 14 ოქტომბერს შედგება. გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ გაიმართება მათი გალაკონცერტი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary