სუამის ახალგაზრდული ფორუმი
02 ოქტომბერი, 2013
სუამის ახალგაზრდული ფორუმი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „სუამის ახალგაზრდული ფორუმი: გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიხსნა.

ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებმა: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, სუამის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩეჩელაშვილმა და უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერგი ხლუშჩენკომ იმედი გამოთქვეს, რომ წლევანდელი ფორუმი მიაღწევს დასახულ მიზნებს და მისი მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

„ყოველ წარმატებულ ორგანიზაციას სამი ძირითადი პრობლემა აქვს, ეს სამივე პრობლემა კი არის კომუნიკაცია. თუკი შენ გაქვს კომუნიკაცია, ე.ი შენ ხარ წარმატებული ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, დასახული მიზნების მისაღწევად კი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კომუნიკაციაა“ - განაცხადა სერგი ხლუშჩენკომ.

ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობენ სუამის წევრი ქვეყნების ახალგაზრდობის საქმეებზე პასუხისმგებელი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმში ასევე მონაწილეობს საქართველოში რეგისტრირებული, წინასწარ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შერჩეული 5 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული „სუამის ახალგაზრდული ფორუმი: გამოწვევები და შესაძლებლობები“ ორ დღეს გასტანს და შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს სუამის ახალგაზრდული ფორუმის საქმიანობაზე. მისი მიზნები და ამოცანებია: სუამის ქვეყნების ახალგაზრდული პლატფორმის გაძლიერება და განვითარება, ქვეყნებში ახალგაზრდობის სფეროში არსებული სამთავრობო და არასამთავრობო რესურსების ანალიზი და რეგიონული თანამშრომლობის განვითარება.

სუამი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციას, რომელიც შეიქმნა 1997 წლის ოქტომბერში. მასში გაერთიანებულია ოთხი სახელმწიფო: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა. წევრი სახელმწიფოები სხვადასხვა თემის ირგვლივ ცდილობენ, გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა, გამოავლინონ საერთო ინტერესები და პროგრამები.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary