“გაიღე სისხლი გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე”
02 ოქტომბერი, 2013
    “გაიღე სისხლი გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პროექტი "სტუდენტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად" დღეს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში გაგრძელდა.

სტუდენტებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად სისხლი გაიღეს.

ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობისათვის, ძირითადად, ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად, პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ, თითქმის, ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.

ამ მიზნით, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ახორციელებს პროექტს "სტუდენტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად", რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია "გაიღე სისხლი გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე" იმართება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary