„ამბავი უძინართა“
03 ოქტომბერი, 2013
„ამბავი უძინართა“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კინოთეატრ „ამირანის“ მცირე დარბაზში სალომე ბენიძის კრებულის „ამბავი უძინართა“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას თავად კრებულის ავტორი გაუძღვა.
საღამოს დასასრულს წიგნის რედაქტორმა დიანა ანფიმიადიმ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას.

“ეს იყო ჩემი მეორე წიგნი „ამბავი უძინართა“, რომელიც გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“. ვფიქრობ, გამოცემა ფართო თემატიკით გამოირჩევა, ლექსებით ის ყველაფერია გადმოცემული, რასაც შეიძლება ფიქრობდეს ადამიანი, რომელსაც არ სძინავს. ეს წიგნი არის ძალიან პირადული და გულახდილი. იმედი მაქვს, რომ მასში ბევრი მკითხველი იპოვის საკუთარ თავს“- განაცხადა სალომე ბენიძემ.

ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა მსმენელმა აღნიშნა, რომ ის აღფრთოვანებულია სალომეს ლექსებით და მის შემოქმედებაში გრძნობს სიყვარულის სევდას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary