წლევანდელი კონკურსის თემაა - "ქუთაისი გუშინ, დღეს და ხვალ". კონკურსში მონაწილეობის მიღება, რომლის მიზანია ნიჭიერი ფოტოგრაფების გამოვლენა და მათთვის ხელისშეწყობა, ნებისმიერი ასაკისა და ეროვნების ადამიანს შეუძლია, მათ შორის ტურისტებსაც.
კონკურსში ოთხი საპრიზო ადგილია გამოყოფილი. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს 1000 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილის მფლობელი 700 ლარს მიიღებს, ხოლო მესამე ადგილზე გასული მონაწილე 500 ლარით დაჯილდოვდება. დასახელდება პუბლიკის სიმპათიაც, რომელსაც ფეისბუკის მომხმარებლები აირჩევენ. პუბლიკის სიმპათიას 300 ლარი გადაეცემა.
კონკურსს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს, რომლის ერთ-ერთი წევრი მოწვეული ფოტოხელოვანი და მსგავსი კონკურსების ორგანიზატორი, ნესტან ნიჟარაძე იქნება. ფოტოკონკურსი 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულები 1 ნოემბერს გამოვლინდებიან. იმ კონკურსანტთა ფოტოებით კი, რომლებიც საპრიზო ადგილებს ვერ მიიღებენ, მაგრამ ჟიურის მოწონებას დაიმსახურებენ, 2014 წლის კალენდარი გაფორმდება.