ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა დასაქმებისთვის
04 ოქტომბერი, 2013
ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა დასაქმებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს.
პროგრამა 6-თვიან ინტენსიურ თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკას მოიცავს საბანკო საქმესა და ფინანსებში. კანდიდატების რაოდენობა 30-35-მდეა.

ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაში ჩართვა 22-დან 32 წლამდე დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ.

ახალგაზრდა ბანკირთა პროგრამაში ჩასართავად შემდეგი ეტაპების გავლაა საჭირო: ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება, სამოტივაციო წერილის დაწერა, რომელსაც მოსდევს სატელეფონო გასაუბრება, ტესტი მათემატიკასა და ლოგიკაში, ჯგუფური დისკუსია, ინდივიდუალური გასაუბრება და ორკვირიანი მოსამზადებელი კურსი.

ორკვირიანი სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიიწვევენ ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

კურსის მსვლელობისას მონაწილეები იღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, ხოლო რეგიონებიდან ჩასულ კანდიდატებს ბანკი დროებითი საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary