საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკუშა კოპალიანის წიგნის ,,პურის ნამცეცები'' პრეზენტაცია-გაყიდვა გაიმართა.
ავტორს საღამოს მხატვრული კითხვით გაფორმებაში 9 წლის თორნიკე თოდრია დაეხმარა. წიგნის პრეზენტაცია მუსიკალურად წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდმა გააფორმა.
ახალგაზრდა პოეტის მეგობარმა თემურ ქორიძემ აუდიტორიას წიგნის სახელწოდება ,,პურის ნამცეცები“ განუმარტა. მისი თქმით, ეს სათაური დაკავშირებულია ბიბლიურ სახარებასთან.
პოეტის უფროსმა მეგობარმა თემურ საკანელიამ აღნიშნა, რომ ეს არის პოეზიის სამყაროში სიახლე, ახალი სიტყვა: „თუ ის წერე, რაც უკვე დაწერილია, მაშ პოეტი არ ყოფილხარ“.