„ჩვენს კლუბში გაწევრიანების მსურველს შეუძლია, გამოაგზავნოს საკუთარი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. მონაცემები შეინახება ჩვენს ბაზაში და გარკვეული რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში დაინიშნება გასაუბრება. რამდენიმე დღის წინ შემოუერთდა კლუბს რამდენიმე ახალი წევრი, რომლებიც ასევე გასაუბრებით მოხვდნენ‘‘- აცხადებს კლუბის პრეზიდენტი მურთაზ თაკალანძე.
ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, კლუბის წვერი შეიძლება იყოს, როგორც სკოლის მოსწავლე, ასევე სტუდენტი.
კლუბს ორი მთავარი მიზანი აქვს: პირველი და ძირითადი მიზანი არის სამოქალაქო აქტივობის განვითარება და ამასთან ერთად ქველმოქმედება. „ საქართველოში ძნელია, სხვის დასახმარებლად მოიპოვო რესურსი, ჩვენმა კლუბმა მთავარ მიზნად დაისახა, რომ ეს რესურსი თვითონ შეექმნა სხვადასხვა საინტერესო პროექტის სახით“ - აღნიშნავს მურთაზ თაკალანძე.
ახალგაზრდები პროექტიდან შემოსული თანხით ეხმარებიან ბავშვთა სახლებს, ადამიანებს, რომელთაც სჭირდებათ დახმარება. ბაქსვუდის კლუბი მათ შესახებ ინფორმაცის იღებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან „ფეისბუქის“ გვერდზე.
მოხალისეებმა ჩაატარეს საქველმოქმედო აქცია "მე ქველმოქმედი ვარ" ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის დასახმარებლად. ამჟამად, მიმდინარეობს პროექტი "ტურისტული სააგენტოს მოდელირება", რომლის პრეზენტაციაც 12-14 ოქტომბერს გაიმართება.