სტუდენტების აქცია „მცოცავი ოკუპაციის“ წინააღმდეგ
06 ოქტომბერი, 2013
 სტუდენტების აქცია „მცოცავი ოკუპაციის“ წინააღმდეგ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს დვანში.

ისინი აპროტესტებდნენ რუსეთის პოლიტიკას და მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს, ერთად დამდგარიყვნენ „მცოცავი ოკუპაციის” წინააღმდეგ. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიზანი იყო, ეჩვენებინათ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, რომ ახალგაზრდები არასდროს შეურიგდებიან რუსულ აგრესიასა და ქართული სახელმწიფოს კვლავ რუსული იმპერიის ნაწილად გადაქცევას. მათ ასევე სოლიდარობა გამოხატეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისადმი.

„ჩემს ამ აქციაში მონაწილეობას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველ რიგში, გვახსოვს ტერიტორია, გვახსოვს ხალხი და, რაც მთავარია, ვუდგავართ გვერდში. თუ უჭირს ერთ ქართველს მაინც, უნდა მივიდეთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ“ - აღნიშნა აქციის მონაწილემ ვახტანგ მენთეშაშვილმა.


„დვანში წამოვედი იმიტომ, რომ ვარ სტუდენტი და მიმაჩნია, ჩემს მოვალეობად ვიყო იქ, სადაც ხალხს უჭირს და გვერდში დავუდგე მათ. მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც საზოგადო მოღვაწე, ვარ საზოგადოების წევრი და რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ. ამ შემთხვევაში შემეძლო ის, რომ წამოვსულიყავი აქ, ახალგაზრდებთან ერთად, თანადგომა გამომეხატა ადგილობრივი მცხოვრებლების მიმართ და პროტესტი გამომეთქვა „მცოცავი ოკუპაციის“ წინააღმდეგ“ - აღნიშნა სტუდენტმა თათა ბებიაშვილმა. 

ახალგაზრდები საზღვართან ქართველი სამხედროების დახმარებით მივიდნენ. სტუდენტებმა საზღვართან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საქართველოს ჰიმნით დაასრულეს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary