ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი აგრუნიში
07 ოქტომბერი, 2013
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი აგრუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აგრარულ უნივერსიტეტში კავკასიის ხალხთა პოპულაციების გენეტიკური კვლევის შესახებ საჯარო ლექცია ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ანატოლი კლასოვმა ჩაატარა.
ადამიანის გენეტიკური კვლევა ხდება როგორც X ქრომოსომით ასევე Y ქრომოსომით. მეცნიერმა წარმოადგინა კვლევა, რომელიც მამრობითი ხაზის გენეალოგიას ეხებოდა.

,,Y ქრომოსომით იკვლევენ მამრობითი ხაზის გენეალოგიას. ანატოლი კლასოვის კვლევის მიხედვით ქართველ ხალხში 45% ევროპული გენია, 4% - აფრიკული და დანარჩენი სხვადასხვა ხალხის. მართალია, კვლევა კავკასიელებს ეხება, მაგრამ ყურადღება გამახვილებული იყო საქართველოს მოსახლეობაზე. კვლევის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივეკუთვნებით ევროპულ გენოტიპს“ - განაცხადა აგრუნის თანამშრომელმა მარიამ გამყრელიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary