თსუ-ს სტუდენტები ოკუპაციის წინააღმდეგ
08 ოქტომბერი, 2013
თსუ-ს სტუდენტები ოკუპაციის წინააღმდეგ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ აქცია გაიმართა სახელწოდებით - "თსუ-ს სტუდენტები ოკუპაციის წინააღმდეგ".

აქციის ორგანიზატორი იყო თსუ-ს სტუდენტური საზოგადოება. სტუდენტების გამოსვლის მიზანი იყო, პროტესტის გამოხატვა რუსეთის "მცოცავი ოკუპაციის" წინააღმდეგ.

"თსუ-ს სტუდენტური საზოგადოების ორგანიზებით დაიგეგმა აქცია, რომლის მიზანიც არის საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გაპროტესტება. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გამოიყენონ მთლიანად თავიანთი რესურსი და ბერკეტი ჩვენი ტერიტორიის ანექსიის შესაჩერებლად. "მცოცავი ოკუპაცია" ნამდვილად დაუშვებელია 21-ე საუკუნეში და საქართველოს ისტორიული მიწების თანამედროვე "ბერლინის კედლით" დაყოფა" - აღნიშნა თსუ-ს სტუდენტური ორგანიზაციის წევრმა სალომე არჩვაძემ.

სტუდენტებმა აქციის ფარგლებში საქართველოს ფორმის ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. "ამ აქციაზე მოვედი იმიტომ, რომ მეთქვა რუსეთის ოკუპაციისთვის - არა და დამეცვა ჩვენი ქვეყანა სიტყვით. სტუდენტებს რაც შეგვიძლია არის ის, რომ გამოვხატოთ აზრი და ვფიქრობ, რომ ასეთი აქციები მოეწყოს უფრო ხშირად, რათა მივაწვდინოთ ხმა სხვა ქვეყნებს და მივიღოთ მათი მხარდაჭერა" - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თეონა გულბიანმა.

სტუდენტებმა აქცია საქართველოს ჰიმნით დაასრულეს.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary