ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლები ეწვივნენ
08 ოქტომბერი, 2013
ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლები ეწვივნენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასამ ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრი დაათვალიერეს.

2012 წლის ოქტომბერში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნა. ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნა. მისივე განცხადებით, ნებისმიერ სტუდენტს, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე ყველა მსურველს, რომელსაც უნდა, შეისწავლოს ლიტვური ენა, აქვს საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს, რომელთაც ლიტვიდან სპეციალურად მიწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი კითხულობს.

"წასვლისას მინდა გისურვოთ სიყვარული. მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია აისრულოს ოცნებები, რომელსაც უყვარს და რომელიც უყვართ. მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია, სხვას მხარში ამოუდგეს, მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია, საქმის კარგად კეთება. სიყვარული არის ძალიან ფართო ცნება და მოიცავს სამშობლოს, მშობლის, გარშემო მყოფი მეგობრების სიყვარულს. ყოველი ჩვენგანი კი ამ სიყვარულს გულით შეიგრძნოს, ამიტომ მინდა, გისურვოთ, რომ თქვენი გული იყოს ძალიან ფართო და დიდი, რათა დაიტიოს ყველა ეს სიყვარულ. ყოველთვის ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გააკეთოთ" - განაცხადა შეხვედრის დასასრულს იონას პასლაუსკასმა.

ლიტვის დელეგაცია საქართველოში 6 ოქტომბრიდან იმყოფება და ქვეყანას 9 ოქტომბერს დატოვებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary